ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მეშვიდედ მოხვდა

AutoSharing Option
"ტობოლის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის საფეხბურთო პროფესიულმა ლიგამ ჩემპიონატის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

სიმბოლური ნაკრები კომპანია InStat-ის მონაცემებით დგინდება, სადაც გათვალისწინებულია საერთო მოქმედებების ინდექსი და ასევე, საკვანძო და ფეხბურთელის პოზიციის თავისებური მაჩვენებლები.

"ურალსკში კანკავამ გოლი გაიტანა და "ტობოლს" გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა. გარდა გამარჯვების გოლისა, მის ანგარიშზე 14 ართმევა, 13 ჩაჭრა და ზუსტის პასების 89 პროცენტია. ქართველი გლადიატორის ბრწყინვალე ციფრების უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს. მოქმედებების ინდექსი 266", - ასე აფასებს pflk.kz ქართველი ფეხბურთელის გარჯას.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა უკვე
მეშვიდედ მოხვდა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

alt"ტობოლმა" ჯაბა კანკავას გატანილი გოლით გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
პიზელლი (სომხეთის ნაკრების ბრაზილიელი შემტევი) მე-13-ედ!
Burton
16:24 28-09-2018
1

სიახლეები პოპულარული