ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს

AutoSharing Option
ირაკლი ძარია ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედოსთან" თამაშის შემდეგ ალბანური "კუკეშის" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და უთამაშებლობის მიზეზი გაარკვია.

"ტორპედოსთან" მატჩში კუნთი დავიზიანე და ჩემპიონატის ერთი ტური გამოვტოვე. შემდეგ ისევ დავიწყე თამაში და ტრავმა გამიმიზეზდა. ახლა უკვე მწყობრში ვარ და მალე დავიწყებ თამაშს.

კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს კიდევ, თუმცა მაქვს რამდენიმე ვარიანტი და კონკრეტული შეთავაზებები ევროპისა და აზიის გუნდებისგან. თამაშებზე უნდა ჩამოვიდნენ და შემდეგ გადაწყდება, ზამთარში გადავალ თუ არა ახალ კლუბში",
- გვითხრა ძარიამ.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ