მატჩის შემდეგ თორნიკესთან ჟურნალისტები მივიდნენ და იმ საოცარი გოლის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მან 88-ე წუთზე გაიტანა და "კრასნოდარს" გამარჯვება მოაპოვებინა.
შეგახსენებთ, რომ თითქმის მსგავსი გოლი 2 წლის წინ ოქრიაშვილმა მაკრატელათი "ზენიტს" გაუტანა და მაშინაც კრასნოდარელებმა მოგება ბოლო წუთებზე მოიპოვეს.
"კრასნოდარის" ფანებმა თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს [VIDEO]
- ხომ არ შეგეშალათ? "ზენიტთან" მატჩი კვირას არის...
- "ზენიტსაც" გავუტანთ. ასე გამოვიდა, ძალიან მინდოდა...
- ზუსტად ასეთ დაბრუნებაზე ოცნებობდით?
- რთულია, ასეთ დაბრუნებაზე იოცნებო. ეს შეუძლებელია, ასეთ გოლზე იფიქრო, გაიტან-ვერ გაიტან. ღმერთის წყალობით ასე გამოვიდა. პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე და მეორე, რომ როგორც იქნა, დავბრუნდი.
- თქვენ მხოლოდ მნიშვნელოვანი გოლები გაგაქვთ. შეგვიძლია კრასნოდარელი ედერი დაგიძახოთ?
- დამიძახეთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
"კრასნოდარის" მეკარე: თორნიკე ოქრიაშვილს სხვანაირად გოლის გატანა არ შეუძლია
sports.ru: ოქრიაშვილმა "სევილიას" მაკრატელათი გაურჭო - რით არ არის ბეილი ან რონალდო?
ესპანური პრესა ოქრიაშვილის გოლით აღფრთოვანებულია - გამაოგნებელი და გენიალური იყო
sport-express: ოქრიაშვილი ჯადოქარია - ის მთელს ევროპას გააოცებს!