ვერ წარმოიდგენთ, როგორი კარიერა აქვს ოქრიაშვილს: სპალეტი, ლუჩესკუ, ალკოჰოლი, შრომა საკვებისათვის

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე ტურში "სევილიას" კარში გატანილი ჯადო-გოლის შემდეგ sports.ru-მ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა "კრასნოდარის" ქართველ ნახევარმცველზე თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელსაც სრულად გთავაზობთ და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

ახლა კი სუპერგოლები მაკრატელათი

altევროპა ლიგა. II ტური: ოქრიაშვილმა შესვლისთანავე "სევილიას" მაკრატელა გაუტანა და "კრასნოდარმა" გაიმარჯვა [VIDEO]
ოქრიაშვილს შეეძლო გაცილებით ადრე გამოჩენილიყო რუსეთში - ჯერ კიდევ 2010 წელს. 17 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა "გაგრაში", 18 წლისა კი "ზენიტის" ავსტრიულ შეკრებაზე აღმოჩნდა. თუმცა, გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე არ იცოდა, რომელ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა.

"უბრალოდ მითხრეს, რომ ძლიერი კლუბი იყო, შემდეგ კონსალტინგური სააგენტოს Innovation Sports Technologies პრეზიდენტმა თემურ ლეპსაიამ მაცნობა, რომ "ზენიტი" იყო, უღრმესი მადლობა დახმარებისათვის", - უთხრა ფეხბურთელმა "Чемпионат"-ს.

 

თორნიკემ პირველივე ვარჯიშზე დუბლი შეასრულა და კვდებოდა მძიმე დატვირთვებისგან. ეხმარებოდა მისადმი სპალეტის დამოკიდებულება: იტალიელი აქებდა, შეცდომებზე მიუთითებდა და პირადად ბევრს ესაუბრებოდა. "ზენიტში" დარჩენა კი მაინც ვერ მოახერხა. "კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ პირველ გუნდში შენთვის თამაში ნაადრევიაო, მითხრა სპალეტიმ შეკრების შემდეგ. დარჩენის დიდი სურვილი მქონდა, თუმცა ლუჩანო, ალბათ, მართალი იყო. საქართველოს შემდეგ ამ გუნდის დონით შოკირებული ვიყავი. კერჟაკოვი, ბისტროვი, ანიუკოვი - რუსეთის საუკეთესო მოთამაშეები. შეიძლება, შესაძლებელი იყო დავეტოვებინეთ და აღვეზარდეთ", - იხსენებდა ოქრიაშვილი.

საქართველოში ის მაინც არ დაბრუნდა, რადგან "შახტარის" სკაუტებმა შეამჩნიეს. იქ ნახევარ წელიწადში ახალგაზრდულიდან პირველ გუნდში დაწინაურდა, რომელსაც სათავეში ლუჩესკუ ჩაუდგა. რუმინელი კი ჯიუტად არ ამჩნევდა ახალწვეულს და სულ ანათხოვრებდა: "ილიჩევეცში" (2011-2013 წლებში), სადაც მუდამ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და "ჩერნომორეცში" (2014). ოდესაში თორნიკე მხოლოდ ექვსი თვე შეყოვნდა, მაგრამ მოასწრო "სეზონის ჯოკერის" პრემიის მიღება - უკრაინის ჩემპიონატის  სეზონის საუკეთესო სათადარიგო მოთამაშის პრიზი. გუნდში ის შეიყვარეს. "მეტად დატვირთეთ პასებით ოქრიკა, იქ კი ის ყველაფერს თავს გაართმევს", - თავს იქებდა ფეხბურთელი...

"ჩერნომორეცს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ "შახტარმა" უარი თქვა და დაარწმუნა თორნიკე, რომ დონეცკში ელოდნენ. როდესაც დაბრუნდა, მიხვდა, რომ ამის შესახებ ლუჩესკუმ არაფერი არ იცოდა. "მირჩა უბრალოდ არ მიყურებდა. ვარჯიშებზე არ მამჩნევდა. ვცდილობდი თავი წარმომეჩინა, მაგრამ მესმოდა, ლუჩესკუს მე არ ვაინტერესებდი. იქ პრინციპში, ახალგაზრდებზე იმედს არც ამყარებდნენ. კარგი ბრაზილიელები იყვნენ და შანსი თითქმის არ გვეძლეოდა".

მაშინ გულგატეხილი ოქრიაშვილი დაემშვიდობა "შახტარს" და დასავლეთში გადაბარგდა. 2014 წლის ზაფხულში "გენკთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე ვერ დაამყარა. გუნდში ჩარიცხვიდან სულ რაღაც ორ კვირაში კორტრეიკიდან დაბრუნებისას კლუბის ავტობუსში დათვრა და დაავიწყდა, როგორ მისულიყო სახლში. გაუმართლა, რომ თანაგუნდელი დაეხმარა: კაბო-ვერდელმა ანელე ნკგონგამ თავის სახლში წაიყვანა. ბიჭები დამეგობრდნენ, მაგრამ ოქრიაშვილი უხერხულად გაეხუმრა მის კანის ფერზე და იჩხუბეს - ორივე დააჯარიმეს 10 ათასი ევროთი. ოქრიაშვილი ჯარიმით გადარჩა: დილით, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიციამ გააჩერა - მისი "მერსედესიდან" ბენზინი გადმოედინებოდა.

Sportall.Ge

მეორე დღეს კლუბის ტელეარხზე ვიდეო გავიდა - ოქრიაშვილი ბოდიშს იხდიდა:"მე და ანე კარგი მეგობრები ვართ. შემდეგ მატჩში 100%-ით დავიხარჯებით".

"ვიცით, არასწორად მოვიქეცით. მე და ოქრიმ ვისაუბრეთ ამის შესახებ. ის კარგი ბიჭია, ჩვენ ვმეგობრობთ დ გვინდა, ბოდიში მოვიხადოთ. გვსურს, დავივიწყოთ ეს ინციდენტი და დანაშაული მოედანზე გამოვისყიდოთ", - თქვა აფრიკელმა.

თუმცა, ოქრიაშვილის საქმე არანაირად არ გამოსწორდა. ერთხელ ავადმყოფი შვილის მოსანახულებლად საქართველოში გაემგზავრა და რამდენიმე დღე გაჩერდა, ხოლო როდესაც ბელგიაში ბრუნდებოდა, გაირკვა, რომ ვიზას ვადა გასული ჰქონდა. 10 საათზე მეტი მოუწია სტამბულის საბაჟოზე ყურყუტი, სადაც თვითმფრინავი გადაჯდომით მიემგზავრებოდა დანიშნულების ადგილას. ტელეფონით აგინებდა "გენკის" ხელმძღვანელობას, რომელიც დიდად არ ცდილობდა მის დახმარებას. გაბრაზებული თორნიკე სახლში გაფრინდა, თუმცა მერე გუნდში დაბრუნდა.

ოქრიაშვილს შეეძლო კარგად ეთამაშა, რამდენიმეჯერ შანსიც მისცეს, მაგრამ ხელს ენების არცოდნა უშლიდა. კლუბმა ინგლისური და ფრანგული ენების რეპეტიტორი დაუქირავა, ოჯახი ბელგიაში ჩაუყვანა, მაგრამ არაფერმა არ იმუშავა. მწვრთნელი ალექს მაკლიში გაოგნებული იყო:"ამ ბიჭმა ან სახლის ნოსტალგია თავიდან უნდა ამოიგდოს და ან ფეხბურთს თავი დაანებოს". შემდეგ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა, პიტერ მასი, რომელიც არ იყო მაკლიშის დარად მისადმი კეთილგანწყობილი. "ერთნაირ სიტუაციებში ადრე მამაშვილურ რჩევას ვიღებდი, ახლა კი პირიქით", - ჩიოდა ოქრიაშვილი.

ის და მასი დაუსრულებლივ კამათობდნენ და 2016-ში გუნდიდან წავიდა (ჩემპიონატზე 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა). პრობლემებმა თურქეთის "ესკიშეხირსპორში" წაიყვანა, სადაც მხოლოდ ორი რამ მოხდა: სუპერლიგიდან გავარდნა და ხელფასის მუდმივად დაგვიანება. "სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოჩნდა თურქეთის ვარიანტი. კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. ხუთი თვე გასამრჯელო არ ამიღია. ჩავედი თუ არა, ბიჭებმა მითხრეს, ხელფასს არც ელოდოო. კლუბს ვალები ჰქონდა და ფული არ გააჩნდა. ხშირად ვხუმრობდი, რომ საკვებისთვის ვთამაშობდით. ბაზაზე ნორმალურად გვკებავდნენ. უფასოდ. სასაყვედურო არაფერი მქონდა. პირობები იყო, თურქეთის ჩემპიონატი კი მაღალი დონისაა", - ამბობდა ოქრიაშვილი.

Sportall.Ge

2016 წელს კინაღამ "მარსელში" აღმოჩნდა: კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბის პრეზიდენტი
შეიცვალა და ყველაფერი ჩაიშალა. თორნიკეს აზრით, ახალ ბოსს მის პოზიციაზე თავისი კანდიდატი ჰყავდა. უგუნდოდ ის მაინც არ დარჩა. თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოდგომაზე "კრასნოდარში" ჩაირიცხა.

აქაც არა აქვს ყველაფერი წესრიგში: ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ვერ ახერხებს (ამ დროის მანძილზე 600 წუთი ითამაშა), გასულ სეზონში ორჯერ მიიღო ტრავმა, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, მისგან ყველა აუცილებლად შოუს ელოდება.

და როგორ გვინდა, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გამოუვიდეს. 26 წელი - საამისო ასაკია.

"ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რაზეც უზომოდ ვნანობ, ამან ხელი შემიშალა როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. არ მინდა გახსენება. ეს ჩემი შავი ფურცელია. ამისათვის სრულად ვზღე და ახლა უბრალოდ, ფეხბურთის თამმაში მსურს. მინდა, ვაჩვენო რუსეთს, რომ ოქრიაშვილი ძლიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელია", - განცხადა მან ორი წლის წინ.


მკითხველის კომენტარები / 8 /
თურმე - "კაბო-ვერდელმა ანელე ნკგონგამ თავის სახლში წაიყვანა. ბიჭები დამეგობრდნენ" - აბა რა იქნებოდა ორივე მუგუზალივით შავები არიან და....
დათო
00:22 07-10-2018
2
დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს და წარმატებებსაც მიაღწევს, რას ბლატაობთ აქ?? ცოტა ყოფილა რთული ხასიათის ფეხბურთელი ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშეს? მთავარია კაცი იყო და ფეხები არავინ მოგჭამოს, დავაი ოქრიიი!!!
ჟიგარო
20:11 06-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული