ლუკა ზარანდიას მორიგი წარმატებული მატჩი

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში "არკამ" გდინიაში" 3:1 დაამარცხა ლუბინის "ზაგლებიე". მატჩს 7 776 მაყურებელი დაესწრო.

ისევ კარგად ითამაშა ჩინებულ ფორმაში მყოფმა მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ. მან მარჯვენა ფლანგზე აშკარად დაჯაბნა თავისი მეურვე და როდესაც 81-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, მაცეი იანკოვსკის გოლი გაატანინა, ხოლო 90+2-ე წუთზე მისი წამოწყებული კომბინაცია იმავე იანკოვსკიმ გოლით დააგვირგვინა.

ლუკამ ჩემპიონატის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰოდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ზარანდია ანდორასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის გამოიძახა.

"არკა" 14
ქულით მე-4 ადგილზეა და 20 ოქტომბერს, შემდეგ ტურში ვროცლავში "შლიონსკს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მეიმედება ამ ბიჭის.მითუმეტეს რომ ამ პოზიციაზე მართლა გვიჭირს.პოლონეთის ჩემპიონატი რომ არ არის ხელწამოსაკრავი ტურნირი ეს ყველას კარგათ მოგვეხსენება და იქ კაცი მაგრად გამოიყურება,შესაბამისად ნაკრებსაც ძალიან წაადგება.იმედია სასტარტოში იქნება ანდორასთან
ქობულეთელი
09:43 08-10-2018
0
Shen gaixare zarand.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
09:27 08-10-2018
0

სიახლეები პოპულარული