ვინ არიან საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების აგენტები?

AutoSharing Option
საფეხბურთო კარიერაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის შენი აგენტი. შეიძლება შენმა აგენტმა კლუბი სწორად შეგირჩიოს და სწორი გზით წაგიყვანოს ან პირადი ინტერესების გამო გზაც აგირიოს.

ვინ არიან ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების აგენტები და რა კავშირები აქვთ? შევეცდებით, უფრო ნათლად წარმოგიჩინოთ.

საბა კვირკველი - 8 000 000 ევრო - მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის აგენტი იტალიელი გაეტანო მონტალბანოა და იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებთანაც ის მუშაობს, საბა ყველაზე ძვირად ღირებულია. საბას შემდეგ მისი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი 26 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი ბალდომერო პერლაზაა, რომელიც
ადგილობრივ "სანტაფეში" ასპარეზობს. "ლოკომოტივის" შემდეგ ყველაზე კარგი კლუბი, სადაც მისი ფეხბურთელი თამაშობს, ბრაზილიელი რიჩარდია, რომელიც "ასტანის" ღირსებას იცავს.

გიორგი ჩაკვეტაძე - 5 000 000 ევრო - ყველაზე საინტერესო, ალბათ, საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის აგენტია, რადგან მისი ბედი ყველას აინტერესებს. მას კონტრაქტი Sport Innovation SA-სთან აკავშირებს, რომელიც ამავდროულად, ჯიმი ტაბიძის, გიორგი ბერიძის და ლევან შენგელიას სააგენტოცაა. ამავდროულად, ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე ლეგიონერს უწევს აგენტობას: ვაგნერ გონსალვეშს, ალვინ ტერას, დაფეს და ფლამარიონს. ამ სააგენტოს მფლობელობაში ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა. მისი მდევარია 22 წლის უკრაინელი რომან იარემჩუკი, რომელიც აგრეთვე "გენტის" ფეხბურთელია და 3 500 000 ღირს. სააგენტოს სამი ფეხბურთელი ჰყავს ტოპ-5 ჩემპიონატში: 22 წლის ბელგიელი მარჯვენაფლანგელი ისაკ მბენზა "ჰადერსფილდის" ფეხბურთელია, 29 წლის ფრანგი მარცხენა მცველი იოან ანდრო - "ანჟერის" და 23 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ანტონინ ბობიჩონი "ნაიმს ოლიმპიკის" ფეხბურთელია.

ვაკო ყაზაიშვილი - 2 500 000 ევრო - საკმაოდ სერიოზულ კომპანიასთან აქვს კავშირი "სან ხოსეს" შემტევს, რომელსაც კონტრაქტი კლუბთან ამ ზამთარს ეწურება და უცნობია, დარჩება თუ არა ამერიკაში. მისი სააგენტო SEG - Sports Entertainment Group-ია, რომელსაც წამყვან ჩემპიონატებში უამრავი ფეხბურთელი ჰყავს. ეს სააგენტო აკონტროლებს ისეთი ფეხბურთელების კონტრაქტებს, როგორებიცაა: მემფის დეპაი, სტეფან დე ვრი, კევინ სტრუტმენი, ქვინსი პრომესი, იასპერ სილენსენი, დელეი ბლინდი და ა.შ.

დავით ხოჭოლავა - 2 500 000 ევრო - "პროსტარი", ეს არის "შახტარის" მცველის სააგენტო. აღნიშნული ორგანიზაცია უკრაინულია, ადგილობრივი ფეხბურთელებითა და მათ ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერების ბედ-იღბალს განაგებს. ამ ორგანიზაციაში სხვა ქართველებიცაა: ზაურ მახარაძე და სანდრო კობახიძე. ორგანიზაციაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე "ვესტ ჰემში" მყოფი 28 წლის ანდრეი იარმოლენკოა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ჩემპიონატში თამაშობს.

გურამ კაშია - 2 000 000 ევრო - კარგ სააგენტოსთან აქვს კავშირი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს. მისი კომპანია STARFACTORY-ია. აღნიშნული კომპანია წამყვან ჩემპიონატებში ფეხბურთელებს არ უჩივის. მათი ფეხბურთელები თამაშობენ "ლივერპულში", "ლიონში", "ანდერლეხტში", "ვოლსფბურგში" და ა.შ. 

altტესტი: უყურებდი ნაკრების თამაშებს ერთა ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყაზაიშვილის გასამრჯელო $1,000,000 სცილდება,ასე რომ ცუდი ნამდვილად არ ეთქმის
გიო
17:57 23-10-2018
1
ყაზაიშვილს და კაშიას "მაგარი" აგენტები ჰყოლიათ,ამერიკის უბანძესი ჩემპიონატის ყველაზე ფარჩაკ გუნდში გაამწესეს.
რეალობა
16:18 23-10-2018
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული