ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კვეკვესკირი: ყველაფერს ვიზამთ, რომ ქართველ ხალხს ოცნება ავუსრულოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახურ KazFootball-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.

"ამას დიდი ხანი ველოდით. ოთხივე მატჩი მოვიგეთ, თან ისე, რომ გოლი არ გაგვიშვია. ისე ჩანს, თითქოს ეს მარტივია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს. საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი გუნდი ჰყავს - ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მთელი საქართველოს ოცნებაა და ყველაფერს
ვიზამთ, რომ ქართველ ხალხს ეს ოცნება ავუსრულოთ" - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფის გამარჯვებული 2 ტურით ადრე გახდა. 16 ნოემბერს ჩვენი გუნდი ანდორას სტუმრად დაუპირისპირდება.

altშენთვის, შენთვის ვმღერი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებს [VIDEO]

altESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...



მომზადებულია KazFootball.kz-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ