ლაშა დვალმა "ლეხს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში ლაშა დვალის "პოგონმა" შჩეცინში 3:0 დამარცხა პოზნანის "ლეხი".

მატჩში, რომელსაც 18 027-იან სტადიონზე 8 680 მაყურებელი დაესწრო, 41-ე წუთზე დვალმა ანგარიში 2:0 გახადა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ 12 მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

"პოგონი" 16 ქულით მე-10 ადგილზეა და 2 ნოემბერს გდინიაში ლუკა ზარანდიას "არკას" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვერკველიას სჯობსთქო შარშან ვამბობდი და შემეკამათნენ, ეხლა ხომ რწმუნდებით? არა იმიტომ, რომ გოლი გაიტანა, იმიტომ, რომ კვერკველიასავით არ იბნევა საჯარიმოში, განსაკუთრებით ნავესებზე, დაცვაში პოზიციას იდეალურად არჩევს და ბავშვურ, გადამწყვეტ შეცდომებს არ უშვებს, ასევე გრძელი პასიც შეუძლია, რაც ცენტრალური მცველისთვის, დაცვიდან თავდასხმაში სწრაფად გადასვლისათვის აუცილებელია, ბურთსაც იმედიანად ფლობს. ნაკრებში ჩატარებული ბოლო შეხვედრიდან კი გამოჩნდა, რომ დვალს ფლანგზე თამაშიც მომატებული აქვს და კიდევ მოუმატებს. მისი სახით ნაკრებს საიმედო, პერსპექტიული მცველი ყავს. უკეთესი გუნდისთვის ნამდვილად მზადაა, ლოკომოტივი კი კვერკვესთვის პატალოკია, მან თამაშის ხარისხს, აშკარად მოუკლო.
ვასო
02:10 28-10-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული