იტალია. სერია A. მე-10 ტური. ემპოლი - იუვენტუსი 1:2. მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.
უკრაინა. პრემიერლიგა. მე-13 ტური. კიევის არსენალი - შახტარი 0:3. სტუმართა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ სრული მატჩი ჩაატარა, 58-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-13 ტური. პოგონი - ლეხი 3:0. 8 680 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, 41-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პლოცკი - გლივიცე 1:1. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მერებაშვილი, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 35-ე წუთზე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.
უნგრეთი. NB I. მე-12 ტური. მტკ ბუდაპეშტი - უჟპეშტი 1:0. სტუმართა თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 33-ე ტური. როვანიემი - ილვესი 1:0. მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი გოროზია ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-8 ტური. რიო ავე - ჩავესი 1:0. მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა. ჩავესის რიგებში 90 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ.
რუსეთი. პრემიერლიგა. მე-12 ტური. ურალი - უფა 1:1. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია სათადარიგოთა სკამზე იყო, ჯიმი ტაბიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. 31-ე ტური. ჟეტისუ - ატირაუ 0:0. 2 000 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა.
აკტობე- ყიზილ-ჟარი 1:0. 800 მაყურებელი. სტუმართა გუნდის რიგებში ითამაშეს გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს.