ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის ტრავმას სტატიას უძღვნის:
"კვირები გავიდა და პაპუ ჯერ კიდევ არ ჩანს. ხანდახან ჩვეულებრივად ვარჯიშობს, ხანდახან ვერა. უცნაურია, რადგან არავინ იცის, როდის შეძლებს დაბრუნებას. ამის შესახებ არც მთავარ მწვრთნელ ლუკას ალკარესს აქვს პასუხი.
"მას ისევ ტკივილები აწუხებს. ის აღდგენით პროცესს გადის, რომელსაც თავისი წარმატებები და დაღმასვლები მოჰყვება. დაველოდოთ, როდის შეძლებს თუნდაც ცოტა ხნით თამაშს. დავაკვირდებით სიტუაციას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას",
ერთი პერიოდი გიორგიმ სტაბილურად ვარჯიში დაიწყო. გაჩნდა იმედი, რომ "ტენერიფესთან" იქნებოდა, თუმცა ასე არ გამოვიდა. კოშმარია ისეთი ფეხბურთელის დაკარგვა, რომლის იმედიც გუნდს აქვს", - ვკითხულობთ ესპანური გამოცემის გვერდზე.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის 5 მატჩში ითამაშა.
"სარაგოსას" მწვრთნელი შეუცვალეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება
კარგი ამბავი: გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მომზადებულია Eldesmarque.com-ის მიხედვით