გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ბელგიურმა სპორტულმა გამოცემა Voetbalprimeur.be-მა გიორგი ჩაკვეტაძე მე-12 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ქართველმა ნახევარმცველმა "შარლერუასთან" 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და მის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

"Voetbalprimeur.be-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გიორგი ჩაკვეტაძესთან მიდის, რომელიც "გენტის" ოქროა! გილოცავთ" - ვკითხულობთ გამოცემის Instagram-გვერდზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მე-13 ტურის მატჩშიც გაიტანა "მუსკრონთან" მატჩში, თუმცა ის შეხვედრა "გენტმა" 3:1 წააგო.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altგიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

alt"დიდი ხნის მერე ისევ

ბურთით და საბედნიეროდ, ჩაკვეტაძის გარეშე" - გიორგი ქვილითაიამ ბურთით ვარჯიში დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
გელა ნუგზარაშვილი ქართული ფეხბურთის მომავალია
გიორგი
20:48 01-11-2018
2
მიდი ლიმბომბე!.
მიდი გელა!!
გიორგი
16:33 01-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული