ქართველმა ნახევარმცველმა "შარლერუასთან" 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და მის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
"Voetbalprimeur.be-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გიორგი ჩაკვეტაძესთან მიდის, რომელიც "გენტის" ოქროა! გილოცავთ" - ვკითხულობთ გამოცემის Instagram-გვერდზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ მე-13 ტურის მატჩშიც გაიტანა "მუსკრონთან" მატჩში, თუმცა ის შეხვედრა "გენტმა" 3:1 წააგო.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]
მიდი გელა!!