პოლონეთის ექსტრაკლასას 14-ე ტურში ლუკა ზარანდიას "არკა" გდინიაში 2:3 დამარცხდა ლაშა დვალის "პოგონთან".
ამ მატჩში, რომელსაც 7 056 მაყურებელი დაესწრო, ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და ზარანდიამ 35-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან ანგარიში 2:1 გახადა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და გაიმარჯვეს.
ნამატჩევს ზარანდიამ განაცხადა, რომ გულშემარკივრებმა ძალიან დაუჭირეს მხარი, ამდენად წაგება კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, უკეთ უნდა ეთამაშათ და მეოთხე ყვითელი ბარათის მიღების გამო შემდეგ ტურში ვერ იასპარეზებს.
"პოგონი" 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა, "არკა" კი 17 ქულით მეცხრეზე.