"ბორდოსთან" მატჩში ჩაკვეტაძის თამაშს ბუნდესლიგის გუნდების სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
"გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისე თამაშობს, რომ მალე ალბათ, უფრო ძლიერ გუნდში გადავა.

ამას წინათ ის ანალიტიკურმა სპორტულმა პორტალმა InStat-მა 21-წლამდელთა ოქტომბრის სიმბოლური გუნდში კილიან მბაპესთან და ჯასტინ კლუივერთან ერთად შეიყვანა.

transfermarkt.de-ს ფორუმზე გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "დორტმუნდის", "აინტრახტის" და "ბაიერის"  სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორდოსა" და "გენტის" მატჩს დაესწრნენ (ბელგიური გუნდი 0:2 დამარცხდა), რადგან ქართველი ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია და მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გერმანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ გიორგის შეძენა ადრე "ბაიერნს" სურდა, ახლა კი "დორტმუნდია"
დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგი ძალიან კარგად ათამაშდა გენტში აშკარად მომატებული აქვს ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა გოლებიც გაქვს პასებსაც არიგებს ბოლომდე იხარჯება და ასაკის მიუხედავად გუნდის ლიდერია უკვე დარწმუნებული ვარ მომავალ ზაფხულს უკეთეს გუნდში გადავაა ბაიერნშიც არ გამიკვირდება,რომ მოხვდეს იქ უკვე ახალი ტენდენციები იწყება ახალგაზრდებს იმატებენ იცვლება გუნდის ფილოსოფია ამ მხრივ თუ ბაიერნს ადრე ქონდა ინტერესი ეხლაც არ ექნება დაკარგული ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული ტალანტია და დიდი მომავალიც აქვს მთავარია მან მოინდომოს და მონდომება არ აკლია ამ ბიჭს.
გიორგი
08 ნოემბერი 2018 14:24
1
გელაა ნელაა ბნელაა ბიჭოო, შეეშვი ამ კლავიატურიდან ღვარძლის ნთხევას აშკარად არარეალიზებული და დაბოღმილი ტიპი ხარ , და რადგან შენ ლუზერი ხარ არავისი წარმატება არ გიხარია, ის გამოთქმა მართალია ციხე რომ შიგნიდან ტყდება ზუსტად შენნაირები რომ ითვლებიან ფეხბურთის გულშემატკივრებად მაგიტომ არის ჩვენი ქვეყანაც და მასთან ერთად სპორტიც იმ მდგომარეობაში როგორშიც არის, სანამ უკანასკნელი შენნაირი არ აღიგვება პირისაგან მიწისა იქამდე არაფერს არ ეშველება, ერთია ჯანსაღი კრიტიკა რომელიც ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანია მაგრამ ბოღმა კლაავს ბიჭო კლაავს გაიგეეეე?....
GELAS
07 ნოემბერი 2018 23:54
5
მიდი გელა. მართალი ხარ.
მურმანი
08 ნოემბერი 2018 01:17
19
ბარსელონას სურს და მანჩესტერ სიტის! გულშემატკივარი . (გჯერავთ?)
გელა
07 ნოემბერი 2018 21:29
94
კი ძამია მჯერა და თან როგორ. ქინქლაძის შემდეგ ყველაზე დიდი შანსი სწორედ გიოს აქვს რომ მსგავს გრანდში მოხვდეს და მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს.მართალია ჯერ ცოტათი ადრეა ამაზე ფიქრი მაგრამ ორ სამ წელიწადში უკვე რეალური იქნება, თუ ერთხელ მაინც გინახავს მისი თამაში და ფეხბურთშიც დილეტანტის დონეზე მაინც ერკვევი ამის მიხვედრას არაფერი უნდა, მაგრამ როგორც ვხედავ შენ ფეხბურთი მხოლოდ ტოტალიზატორის პროგრამიდან იცი და რეალურად არანაირი შეხება არ გქონია.
dadu
08 ნოემბერი 2018 12:41
1
მე მჯერავს :)) რომ გიორგი ჩაკვეტაძე წარმატებას მიაღწევს,მჯერავს კიდეც და მჯერაც !!!!!!!! წარმატებები ჩაკვეს
T.k
08 ნოემბერი 2018 01:23
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული