ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ბორდოსთან" მატჩში ჩაკვეტაძის თამაშს ბუნდესლიგის გუნდების სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
"გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისე თამაშობს, რომ მალე ალბათ, უფრო ძლიერ გუნდში გადავა.

ამას წინათ ის ანალიტიკურმა სპორტულმა პორტალმა InStat-მა 21-წლამდელთა ოქტომბრის სიმბოლური გუნდში კილიან მბაპესთან და ჯასტინ კლუივერთან ერთად შეიყვანა.

transfermarkt.de-ს ფორუმზე გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "დორტმუნდის", "აინტრახტის" და "ბაიერის"  სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორდოსა" და "გენტის" მატჩს დაესწრნენ (ბელგიური გუნდი 0:2 დამარცხდა), რადგან ქართველი ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია და მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გერმანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ გიორგის შეძენა ადრე "ბაიერნს" სურდა, ახლა კი "დორტმუნდია"
დაინტერესებული.

ასევე დაგაინტერესებთ