"გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ" - პორტუგალიური პრესა ჩაკვეტაძეს დე ბრუინს და ლეო მესის ადარებს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მის მიმართ არა მარტო ქართული და ბელგიური, არამედ სხვა ქვეყნის პრესის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ.

ამჯერად გთავაზობთ სტატიას, რომელიც პორტუგალიურ სპორტულ სააგენტო Goalpoint.pt-ზე გამოქვეყნდა:

"გიორგი ჩაკვეტაძე - ეს სახელი ადვილად წარმოსათქმელი არ არის, მაგრამ მას იმდენჯერ მოვისმენთ მომავალი წლების განმავლობაში, რომ მარტივად წარმოვთქვამთ.

ეს "ბავშვი" ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, 1999 წლის აგვისტოში დაიბადა და ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს, რაც ახალგაზრდა ტალანტისთვის ნოყიერი ნიადაგია. "გენტს" ქართველი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც თბილისის "დინამოს" გადაუხადა, ახლა კი მას
დიდებული წელიწადი უდგას. მან მიმდინარე სეზონში 1000 წუთზე მეტი ითამაშა ბელგიის "პრო ლიგაში" (იმაზე მეტი, ვიდრე მთელი გასული სეზონის განმავლობაში) და ხუთჯერ საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგო. ის ძალიან ახალგაზრდაა და პირველ სეზონს ატარებს უმაღლესი დონის ტურნირებზე, მაგრამ მისი სტატისტიკა ისეთი შთამბეჭდავია, რომ დიდი ალბათობით, ბელგიური კლუბი მას 2020 წლამდე ვერ შეინარჩუნებს.

ქართველი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც თამაში ცენტრალურ ზონაშიც შეუძლია და მარცხენა ფრთაზეც. ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ის თამაშის შემქმნელადაა დაბადებული, 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 1.7 მომენტს ქმნის და ამ მაჩვენებლით ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგას, როგორებიცაა მესი, ნეიმარი და დე ბრუინი", - წერს Goalpoint.pt-ი.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"ბორდოსთან" მატჩში ჩაკვეტაძის თამაშს ბუნდესლიგის გუნდების სკაუტები დააკვირდნენ

altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

altVoetbal24.be: "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან მალე რეკორდულ თანხად გაყიდის

altwalfoot.be: ჩაკვეტაძე პატარა პრინცი და გენიოსია - აზარს ჰგავს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართული ფეხბურთის იმედი. ვენაცვალე მამაშენს შენი გაკეთებისათვის და დედაშენს შენი გაჩენისათვის. შენ მარტო შენი მშობლების კუთვნილება არ ხარ, შენ მთელ საქართველოს ეკუთვნი. წარმატებები და რაც მტავარია ჯანმრთელობა.
gela
12 ნოემბერი 2018 15:06
0
ეს ინჩა მაზერ ინფარმაცია :)... თუ კარგს სწერ ნორმალურად მაინც დაწერე და თუ არა ეს ინჩა ტო?
ზ.777
10 ნოემბერი 2018 11:29
0
ჩაკვეს წარმატებები და ახლა უფრო მეტი მოეთხოვება ვიდრე წინა თამაშებზე, გააგრძელე გიო ასეთი ტემპით წინსვლა და დამიჯერე შენზე მართლა ილაპარაკებს მთელი მსოფლიო. ღმერთი შენსკენ
roma
10 ნოემბერი 2018 11:16
0
მაღალ დონეზე უნდა თამაშია და გუნდები ახლა უფრო კია მეტად. სადმე
Hh
09 ნოემბერი 2018 21:17
25
ჩამოყალიბდი რა გინდა და კომენტარი მერე გააკეთე.
roma
10 ნოემბერი 2018 11:15
0
გენაცვალე ძმა :D
Tbiliseli
10 ნოემბერი 2018 01:30
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული