"პროფესიონალიზმის მოდელი, კლუბის ლეგენდა" - "ვიტესი" გურამ კაშიას 1-ელ დეკემბერს გააცილებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია არნემის "ვიტესს" ოფიციალურად პირველ დეკემბერს დაემშვიდობება.

როგორც ჰოლანდიური Houvanarnhem.nl-ი იტყობინება, დამშვიდობების ოფიციალური ცერემონიალი "ემენთან" მატჩისას შედგება.

"გურამ კაშია, კაპიტანი, პროფესიონალიზმის მოდელი და ნიჭით დაჯილოებული მცველი არნემის პუბლიკას პირველ დეკემბერს, "ემენთან" მატჩისას დაემშვიდობება.

ის "ვიტესში" 2010-11 წლების სეზონში, თეო ბოსის მწვრთნელობისას მოვიდა და მას შემდეგ შესანიშნავი შედეგი დადო.

31 წლის ქართველმა "ვიტესის" რიგებში ერედივიზიონში 244 მატჩი ჩაატარა, რითაც არნემელთა ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ამ მატჩებში კლუბის ლეგენდამ მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო." - ვკითხულობთ Houvanarnhem.nl-ზე.

გურამ კაშიამ
"ვიტესი" ზაფხულში დატოვა და ახლა MLS-ის "სან ხოსეში" ირიცხება.

altგურამ კაშია: ასეთ გარემოში შეუძლებელია თამაში წააგო

alt"ვიტესი" გურამ კაშიას საზეიმოდ გააცილებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული