ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

90min.de: ჩაკვეტაძე "ბაიერნის" შესაძენ ფეხბურთელთა სიაში მეხუთეა

AutoSharing Option
გერმანული საიტი 90min.de იუწყება, რომ შესაძლოა, "ბაიერნმა" ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს მოიხსენიებს.

კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი უკმაყოფილოა გუნდის უხეირო ასპარეზობით და ამბობს, რომ შემადგენლობა გადახალისდება და ახალ სახეს მიიღებს.

პორტალი ხუთი ფეხბურთელის ვინაობას გვამცნობს, რომელთა შორის ჩაკვეტაძე მეხუთეა.

"ის ბელგიის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. "მარკას" ცნობით, 2017 წლის ზაფხულში მიუნხენური კლუბი ცდილობდა ჩაკვეტაძის შეძენას და ახლა მისადმი ინტერესი განაახლა".

4. კონსტანტინოს მანოლასი (რომა)
3. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი)
2. აარონ რამსი (არსენალი)
1. ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი)

ასევე დაგაინტერესებთ