kaagentfans.be: ჩაკვეტაძის მომავალი ტრანსფერის 50% "დინამოს" ეკუთვნის?

AutoSharing Option
"გენტის" გულშემატკივართა საიტმა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე.

წერილში აღნიშნულია, რომ წელიწად-ნახევრის წინ ქართველი ფეხბურთელი მათმა კლუბმა შეიძინა და იმდენად დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე, რომ 7-ნომრიანი მაისურა გადასცეს. შემდეგ შეახსენებენ მკითხველს, თუ როგორ გაამართლა გიორგიმ იმედები და ახლა მისი სამსახურით არაერთი დიდი კლუბია დაინტერესებული.

ახალი და საინტერესო კი ამ პუბლიკაციაში ისაა, რომ სავარაუდოდ ჩაკვეტაძის მომავალი ტრანსფერის ნახევარი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის.

Transfermarkt-ის მიხედვით გიორგის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა და კლუბის ტექნიკური დირექტორი მიშელ ლენგი ამბობს, 15 მილიონადაც არ გავყიდითო,
თუმცა მას კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და შიშობენ, რომ მსურველი კლუბი მუქთად ჩაიგდებს ხელში.

"არასოდეს გაცხადებულა, რამდენი გადაიხადა ჩაკვეტაძეში "გენტმა". არაოფიციალური ინფორმაციით, ეს თანხა 1.5 მილიონს შეადგენს, მაგრამ ფეხბურთელის ყოფილი კლუბი ამას უარყოფს. მათი მტკიცებით, ჩაკვეტაძე 0.7 მილიონად გაყიდეს, თუმცა როგორც ჩანს, კონტრაქტში "დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ დამატებითი პუნქტი შეატანინა.

გასულ წელს მის მიერ მიცემული ინტერვიუდან გაირკვა, რომ ჩაკვეტაძის სატრანსფერო უფლებების ნახევარი "დინამოს" ეკუთვნის. "გენტს" ამაზე პასუხი არ გაუცია და ეს ლოგიკური არაა, რადგან რატომ გაყიდიდდნენ 0.7 მილიონად, როდესაც "ბაიერნი" მზად იყო 6 მილიონად შეეძინა?", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახევარი რომ დინამოსია,ეს ეხლა გაიგეთ ?! ....მაგარი ჟურნლისტები ხართ რა !...
ქუთაისი
12:56 30-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული