ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძის "გენტმა" ქულა გადაარჩინა - გოლები ცენტრალურმა მცველებმა გაიტანეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" სტუმრად ფრეს მიაღწია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლოკერენთან" - 2:2.

მასპინძლები 87-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ და ამის შემდეგ მოახერხეს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ გოლები "გენტის" ცენტრალურმა მცველებმა სიგურდ როსტედმა და დილან ბრონმა გაიტანეს. ორივე გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მას მჭიდროდ მეურვეობდნენ, თუმცა მაინც აქტიური იყო: ჯერ მცველებს გაექცა და დარტყმულ ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გადაეღობა, შემდეგ მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მოწინააღმდეგეს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი
არ დანიშნა, ბოლოს კი ორი მცველი მოატყუა, თანაგუნდელი სტალონე ლიმბობმე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან შანსი ვერ გამოიყენა.

"გენტი" 25 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 9 დეკემბერს "ეუპენს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ