ქართველების "გენტი" თასის მეოთხედფინალში" "სენტ ტრუიდენს" შეხვდება

AutoSharing Option
ჩატარდა ბელგიის თასის მეოთხედფინალების კენჭისყრა და "გენტის" მეტოქე გაირკვა.

ქართველების გუნდი 18 დეკემმბერს სტუმრად "სენტ ტრუიდენს" დაუპირისპირდება.

"სენტ ტრუიდენმა" მერვედფინალში, სახლში, გაჭირვებით დაამარცხა (3:2) მე-4 ლიგის "მანდელ იუნაიტედი", ქვეყნის ჩემპიონატზე კი 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-5 ადგილზეა და მე-8 პოზიციაზე მყოფ "გენტს" 5 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, "გენტმა" მერვედფინალში "ბეერსხოტს" 3:0 სძლია. ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული