ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - ათამაშებს ფონსეკა "ლიონთან"?

AutoSharing Option
"ოლიმპიკთან" მატჩში "შახტარის" მცველის დავით ხოჭოლავას მიღებული მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

ის გუნდს მარიუპოლში უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩზე გაყვა, შეხვედრის წინ გულშემატკივრებს შეხვდა, თამაშისას სათადარიგო იყო, რადგან ალბათ, "ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დაპირისპირების წინ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკა.

უკრაინის ნაწილში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო, 13 დეკემბერს ჩასატარებელი "ლიონთან" მატჩი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს და ჯგუფიდან გასასვლელად "შახტარს" გამარჯვება სჭირდება.

რაც შეეხება "მარიუპოლთან" შეხვედრას, დონეცკურმა გუნდმა 3:0 მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ