ლევან მჭედლიძე: ბევრს ვმუშაობ და იმედია, გოლს მალე გავიტან

AutoSharing Option
"ლა ნაციონესთან" "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მისთვის გოლის გატანის მნიშვნელობასა და ახლად დანიშნულ მწვრთნელზე, ჯუზეპე იაკინიზე ისაუბრა.

"კარგა ხანია გოლი არ გამიტანია, ფორვარდისთვის კი გოლი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბევრს ვმუშაობ და იმედია, გოლს მალე გავიტან, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და გუნდისთვისაც. ყველაფერს ვაკეთებთ და უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი აზრით, მწვრთნელის ცვლილება იგრძნობა, დაღამებამდე ვვარჯიშობთ.

იაკინის წარდგენა არ სჭირდება. მისი გავლენა პოზიტიურია და მის დასახულ კურსს უნდა გავყვეთ, როგორც ეს პირველ კვირაში გავაკეთეთ.

"სპალთან" მატჩში
მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. გადამწყვეტი მომენტი ჯერ არ დამდგარა და საქმის კეთება მშვიდად უნდა გავაგრძელოთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა ავიღო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
და ეგ შენს კარიერაში საიუბილეო მეორე გოლი იქნება. წარმატებები ლევან!
რიგითი პატრიოტი
13:45 12-12-2018
4
თუ ვინმეს მაგის ფეხბურთელობის და ნაკრების მაგით გაძლიერების იმედი აქვს, გაგებაში არ ყოფილა საერთოდ. ვაისა რო ახსენებს კიდევ, ან სად ნახა მაგის თამაში. უბრალოდ რასაც ფედერაცია ეტყვის იმას იძახებს, ფულს ეგენი უხდიან და. აბა შეკაცო, მთელი ციკლი ისე ჩაათავა, მახარაძე ერთხელაც არ ათამაშა კი არადა, არც გამოიძახა. სკამზე მაინც დაესვა, ბიჭებს გაიცნობდა, შეეგუებოდა. მარტში ურთულესი თამაშებია და თუ ვინმე დაგვღუპავს, პირველი ლორია იქნება, თუ არადა დაიმახსოვრეთ დღევანდელი.
ვასო
12:51 12-12-2018
2

სიახლეები პოპულარული