ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე: ბევრს ვმუშაობ და იმედია, გოლს მალე გავიტან

AutoSharing Option
"ლა ნაციონესთან" "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მისთვის გოლის გატანის მნიშვნელობასა და ახლად დანიშნულ მწვრთნელზე, ჯუზეპე იაკინიზე ისაუბრა.

"კარგა ხანია გოლი არ გამიტანია, ფორვარდისთვის კი გოლი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბევრს ვმუშაობ და იმედია, გოლს მალე გავიტან, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და გუნდისთვისაც. ყველაფერს ვაკეთებთ და უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი აზრით, მწვრთნელის ცვლილება იგრძნობა, დაღამებამდე ვვარჯიშობთ.

იაკინის წარდგენა არ სჭირდება. მისი გავლენა პოზიტიურია და მის დასახულ კურსს უნდა გავყვეთ, როგორც ეს პირველ კვირაში გავაკეთეთ.

"სპალთან" მატჩში
მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. გადამწყვეტი მომენტი ჯერ არ დამდგარა და საქმის კეთება მშვიდად უნდა გავაგრძელოთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა ავიღო".