Tribuna.com-თან საუბრისას ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "შახტარი" "ლიონთან" სათამაშოდ სამი დღეა ემზადება და მეტოქის ყველა დეტალი გარჩეული აქვს.
"ფსიქოლოგიურად სრულიად მზად ვართ. სამი დღეა მეტოქის თამაშის სტილს დეტალურად განვიხილავთ, ვსწავლობთ მათ შეტევისა და დაცვის მოქმედებებს, დღეს კი სრულყოფილად ვუყურეთ მათ მიერ შესრულებულ სტანდარტებს. ამიტომ კარგ ხასიათზე და სრულ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში ვართ", - განაცხადა დავით ხოჭოლავამ.
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის
კიევი "შახტარის" მხარდასაჭერად ემზადება - ათამაშებენ "ლიონთან" ხოჭოლავას?