დავით ხოჭოლავა: მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ლიონთან" ფრის (1:1) შემდეგ დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ მატჩი შეაფასა.

"რა თქმა უნდა, კარგია, რომ გაზაფხულზე ევროთასებზე მაინც ვიასპარეზებთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ არა - ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით და მეორე გოლთანაც ახლოს ვიყავით. დასანანია" - ციტირებს დავით ხოჭოლავას სიტყვებს Terrikon.com-ი.

"შახტარმა" კიევში "ლიონი" ვერ დაამარაცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე პოზიციაზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დონეცკური კლუბი ევროპა ლიგაში გააგრძელებს თამაშს. რაც შეეხება ქართველ ცენტრალურ მცველს, ის მთავარმა
მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მეორე ტაიმში შეცვალა.

altფონსეკამ ახსნა, თუ რატომ შეცვალა ხოჭოლავა

altდავით ხოჭოლავა "ლიონთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაშია

altდავით ხოჭოლავა: "ლიონის" თამაში დეტალურად განვიხილეთ და სათამაშოდ მზად ვართ

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ დათოს ტრამვა არ ქონდა და მწვრთნელმა მაინც შეცვალა მაშინ ძალიან კარგი, რომ ვერ გავიდნენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული