უკრაინელებმა ხოჭოლავას თამაში დაუწუნეს - უკანასკნელი შანსი ვერ გამოიყენა

AutoSharing Option
უკრაინულმა "სპორტარენამ" ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მატჩში "შახტარის" ფეხბურთელების თამაში მიმოიხილა და ყველაზე დაბალი შეფასება - 4.5 ბალი ქართველ მცველს დავით ხოჭოლავას დაუწერა.

"რაკიცკის მზადყოფნაში ბოლომდე არყოფნის გამო მას სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა. ძალიან არადამაჯერებლად მოქმედებდა, ბევრის უფლებას აძლევდა ტრაორეს, რის გამოც პარტნიორები ხშირად საყვედურობდნენ და სრულიად სამართლიანად შეცვალეს შესვენების შემდეგ".

ისე, მთელმა "შახტარმა" უხეიროდ ითამაშა, გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს, როდესაც ხოჭოლავა მოედანზე აღარ იყო და სრულიად სამართლიანად გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული