დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესოებში მოხვდა

AutoSharing Option
გამოცემა zbirna.com-მა უკრაინის ჩემპიონატის სპირველი წრის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავაც მოხვდა.

კომპანია InStat-ის რეიტინგის მიხედვით საუკეთესო ათეულში "შახტარის" ერთბაშად 9 ფეხბურთელი მოხვდა.

ხოჭოლავამ პირველ წრეში 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო InStat-ისგან 263 ქულა დაიმსახურა.

ათეულის პირველ ადგილზე "შახტარის" ასევე მცველი ისმაილი იმყოფება, რომელმაც 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 312 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც 1/16-ფინალში "აინტრახტს" შეხვდება.

altუკრაინელებმა ხოჭოლავას თამაში დაუწუნეს - უკანასკნელი

შანსი ვერ გამოიყენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული