"გენტი" თასის ნახევარფინალში გავიდა - ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და 74-ე წუთზე შეცვალეს

AutoSharing Option
18 დეკემბერს, "გენტმა" ბელგიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად 3:1 სძლია "სენტ ტრუიდენს".

დუბლი ფრანგმა ნახევარმცველმა მოჰამადუ დომპემ შეასრულა და ამას გარდა, მან საგოლე გადაცემა გაუკეთა უკრაინელ თავდამსხმელს რომან ირემჩუკს. სხვათა შორის, დომპეს აქამდე ამ სეზონში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი პასით გაიტანა დომპემ მეორე გოლი, 74-ე წუთზე კი მცირე ტრავმის გამო შეცვალეს.


alt"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლომო,ბელგიაში არ არის გახსნილი ფეხბურთ! პირიქით,ჩაკეტილია! უამრავი ვარსკვლავია ფეხბურთში,რომელთაც 19 წლის ასაკში სკაუტი არც კი მიაქცევდა ყურადღებას! ზიდანის და ყიფიანის ხსენებაც კი საკმარისია! ჩაკვეტაძეს უბრალოდ დაღლა დაეტყო! არა უშავს,ეს დროებითია!
ქუთაისი
11:47 19-12-2018
1
დაიწყო ეხლა ამანაც ტრამვები. ფიზიკურად სუსტია. ინგლისის გერმანიის და იტალიის ჩემპიონატის ვერ გაუძლებს. ბელგიაში და ჰოლანდიაში გახსნილი ფეხბურთია საითაც გინდა იქით გაიქეცი. და კიდევ ყაზახეთთან და ანდორასთან დრიბლინგი და ფინტებით ვერავის ვერ გააოცებს. ამომავალ ვარსკვლავს დიდი ხნის განმავლობაში არ აკვირდებიან. სკაუტები ერთი შეხედვით უკვე ხვდებიან თუ რას ითამაშებს შემდეგში ეს ფეხბურთელი.
ლომი
09:38 19-12-2018
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული