ბელგიის A დივიზიონის მე-20 ტურში "გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე 4:1 მოუგო საკუთარ მოედანზე "სერკლ ბრიუგეს".
მწვრთნელმა იეს ტორუპმა მართალია გუშინ მატჩის განაცხადში კი შეიყვანა ჩაკვეტაძე, მაგრამ რადგან ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არა აქვს, მისი თამაშისგან თავი შეიკავა და განაცხადიდან გამოიყვანა.
"გენტი" 31 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 26 დეკემბერს სტუმრად გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს "გენკს" შეხვდება.
გენტი. "შელამკო არენა"
გენტი - სერკლ ბრიუგე 4:1
გოლები: 1;0 დეჯაეგერე (17), 2:0 როსტედი (34), 3:0 დავიდი (54), 4:0 ოჯიდა-ოფოე (64), 4;1 გაკპე (84)