ქვილითაია გულშემატკივრებს ამშვიდებს - ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი არ სჭირს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა, არათუ არ ათამაშა, არამედ განაცხადიდანაც გამოიყვანა.

Voetbalkrant.com-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძემ "სენტ ტრუიდენთან" მატჩში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც შესაძლოა სერიოზული იყოს და ბოლო ორი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს ეს ამბავი აუფერულებს.

თუმცა, დღეს "გენტის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში მოკლედ დაწერა:"არ იდარდოთ" და ჩაკვეტაძის სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის სურათიც გამოაქვეყნა.

"გენტი" 26 დეკემბერს ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად ლიდერ "გენკს" ეთამაშება და საინტერესოა
მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობას ჩაკვეტაძე. შემდეგ ქართველების გუნდს 25-დღიანი პაუზა აქვს (20 იანვარს "ანდერლეხტს" მასპინძლობს) და სულაც არაა აუცილებელი "გენკთან" ჩაკვეტაძის ასპარეზობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ზოგი ჭირი მარგებელია,გიორგის დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
გიორგი მთელ საქართველოს გვჯერა შენი,წარმატებები და დიდი გამარჯვებები.
თერჯოლის ეწერი
19:17 22-12-2018
2
რამდენიმე გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფარქტი და ინსულტი გადაიტანა რამდენიმემ
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული