sport-express.ru: ცნობილი გახდა, რატომ დაურეკეს ანანიძეს "სპარტაკიდან"

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მალე მოსკოვის "სპარტაკის" დატოვება მოუწევს. ამაზე "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა ვიაჩესლავ კოროტკინმა შემდეგი დაწერა.

"ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ჰავბეკს კლუბიდან პირადად დაურეკეს (ზოგიერთი მონაცემით, სპორტულმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა) - და ჯანო ძალიან უკმაყოფილო დარჩა საუბრის შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველმა "სპარტაკში" 3 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა, აშკარად არ ელოდა ასეთ სცენარს.

ამასთან, ასეთი ხელფასის და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელისთვის გუნდის მონახვა ადვილი არ იქნება. მეორეს მხრივ, თადარიგში ძვირადღირებული მოთამაშის ყოლა, რომელიც იმედის მომცემიდან სტაბილურად ძირითად
შემადგენლობაში მოთამაშის კატეგორიაში გადასვლას ვერ ახერხებს, ძალიან დიდი ფუფუნებაა. კლუბს მეტად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს".

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონი ევროა და ალბათ, სულაც არ აწყობს გუნდის გამოცვლა. კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, მოსკოვურ კლუბს მისთვის სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯანო, გული არ გაიტეხო. ჩამოდი და სახელმწიფო მოხელედ დაიწყე მუშაობა. მაგარი ბიზნესია. არც ფიზიკური და გონივრული დატვირთვა დაგჭირდება. ასე თუ ისე, სახელი მაინცა გაქვს.
გიორგი.
02:56 27-12-2018
0
ჯანო, ნურავის მოუსმენ, ნუ აჩქარდები, დინჯად მოიქეცი. გთხოვ გაითვალისწინო შენი ნაღდი გულშემატკივრების აზრი:ყველაფერი წინ გაქვს, იღბალი მოგცეს უფალმა! კიდევ გთხოვ არ აჩქარდე, გახსოვდეს:შენს უკან შენი ოჯახი და ნაღდი გულშემატკივრები დგანან, სფფ-ს ვთხოვთ მხარი დაგიჭირონ, მაგრამ მთავარი მაინც შენ ხარ! მამაშენს რომ გაუხარდებოდა-ისე მოიქეცი, გთხოვ...
კახელი პაპა
16:04 25-12-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული