ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sport-express.ru: ცნობილი გახდა, რატომ დაურეკეს ანანიძეს "სპარტაკიდან"

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მალე მოსკოვის "სპარტაკის" დატოვება მოუწევს. ამაზე "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა ვიაჩესლავ კოროტკინმა შემდეგი დაწერა.

"ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ჰავბეკს კლუბიდან პირადად დაურეკეს (ზოგიერთი მონაცემით, სპორტულმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა) - და ჯანო ძალიან უკმაყოფილო დარჩა საუბრის შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველმა "სპარტაკში" 3 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა, აშკარად არ ელოდა ასეთ სცენარს.

ამასთან, ასეთი ხელფასის და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელისთვის გუნდის მონახვა ადვილი არ იქნება. მეორეს მხრივ, თადარიგში ძვირადღირებული მოთამაშის ყოლა, რომელიც იმედის მომცემიდან სტაბილურად ძირითად
შემადგენლობაში მოთამაშის კატეგორიაში გადასვლას ვერ ახერხებს, ძალიან დიდი ფუფუნებაა. კლუბს მეტად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს".

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონი ევროა და ალბათ, სულაც არ აწყობს გუნდის გამოცვლა. კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, მოსკოვურ კლუბს მისთვის სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ