დაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში "სარაგოსამ" "ესტრემადურა" საკუთარ მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი მიერ გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

პაპუნაშვილს, რომელსაც ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა, 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

თანაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, გოლი მართლაც ჩინებული იყო. გოლის აღნიშვნისას მან მაისურა გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ეს ამ სეზონში ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია.

გულშემატკივრებმა გიორგის ოვაციები გაუმართეს.

"სარაგოსა" 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 5 იანვარს ხიხონში "სპორტინგს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცოტა ქაჯანაა. გოგუას მონაცემები აქვს. არ იცის როდის შეელიოს ბურთს.
Odala
23 დეკემბერი 2018 21:30
5
გიოს მილოცვა და წარმატებები. სპორტალ.ჯე - არაბიძეზე გაქვთ რამე ინფორმაცია? მერამდენე ტალანტი იკარგება ასე უკვალოდ...
Arabidze sad aris?
23 დეკემბერი 2018 20:34
2
ელ პაპუ! ) ... ჰაიტ! მოიდა პაპუ
Mindia
23 დეკემბერი 2018 20:24
1
გასაგებია ემოციები, მაგრამ ყველა ვითარებაში ცივსისხლიანობაა საჭირო, ვინაიდან არასწორი ემოციები ქართველებს საქმეს გვაშორებს.
ილია
23 დეკემბერი 2018 18:18
2
შეცვალეთ ეს საშინელი ვიდეოპლეერი!
333
23 დეკემბერი 2018 11:20
3
ეს ბიჭი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ნაკრებში, მაგარი საიმედო და კლასნი ( მაპატიეთ) ფეხბურთელია, აი ყველაფერი რომ იციან და ცოტა გამოცდილება სჭირდებათ ისეთი, მოკლედ მაგარი თაობა გვყავს და ამათმა ჯგუფშიც უნდა ითამაშონ და გავიდნენ.
23 დეკემბერი 2018 11:09
2
აი დაბრუნება ბრავო! ნაკრებშიც ასეთივე დაბრუნებას ვუსურვებ. ეტყობა რომ მოენატრა მაგრა თამაში.
P.S. რა მაგრი კარის ბადეები აქვს სარაგოსას, ძველებური!!!
იშშშ
23 დეკემბერი 2018 03:39
2
Papuuuu გენაცვალე
QT
23 დეკემბერი 2018 02:59
1
რა მაგარი გულშემატკივრები იყვნენ ტრიბუნებზე...
ყოჩაღ გიორგი, მაგარი გოლი იყო...
ირაკლიუსი
23 დეკემბერი 2018 00:44
1

სიახლეები პოპულარული