ლეგიონის უქმეები: გიორგი პაპუნაშვილისა და ბექა მიქელთაძის მონატრებული გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
კიდევ რამდენიმე ჩემპიონატი შემორჩა, სადაც დასვენებები არ დაწყებულა და ტურნირები აქტიურ ფაზაშია. ქართველებს მოედანი უგოლოდ არც ამ უქმეებზეც დაუტოვებიათ.

ბელგია
ქართველების ''გენტმა'' ''კერლ ბრიუგე'' 4:1 გაანადგურა, ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქვილითაია ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. "გენტი" 31 ქულით მე-5 ადგილზეა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ "სამპდორიასთან" 2:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგო იყო. 17 ტურის შემდეგ "ემპოლი" მე-15 ადგილზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" აელ-ს ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. ნიკა კაჭარავა ძირითად
შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ბექა მიქელთაძემაც რომელმაც 55-ე წუთზე გოლიც გაიტანა და  88-ე წუთზე შეცვალეს. 14 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები მე-4 აგილზე არიან.


პოლონეთი
ქართული დუელი ვერ შედგა ექსტრაკლასაში, სადაც "არკასა" და ''პლოცკის" დაპირისპირება 3:3 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, რაც შეეხება სტუმრებს, გიორგი მერებაშვილმა შეხვედრა წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. 20 ტურის შემდეგ გდინიელები მე-10 და პლოცკელები მე-13 ადგილზე არიან.

"კორონა" შინ "ლეგნიცას" 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ვატო არველაძე ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, საბოლოოდ 69-ე წუთზე შეცვალეს. კელცელები მე-7 ადგილზე არიან.

"პოგონმა" შინ "სლასკს" 2:1 სძლია, მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო ლაშა დვალი. "პოგონი" მეხუთე ადგილზეა.

პორტუგალია
ქართული დუელი ვერც პორტუგალიაში შედგა, "ნასიონალმა" "ჩავესი" 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი არაბიძე ტრავმის გამო კვლავ არ იყო, სტუმართა შემადგენობაში ავთო ებრალიძე 52-ე წუთზე გამოჩნდა. 14 ტურის შემდეგ არაბიძის გუნდი მე-12 ადგილზეა, ებრალიძის კი ბოლო 18-ე პოზიციაზე.

ესპანეთი
"სარაგოსამ" "ექსტრემადურა" 2:1 დაამარცხა. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ამ შეხვედრაში 66-ე წუთზე მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ზუსტად 10 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად, რითიც საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. 19 ტურის შემდეგ სარაგოსელები მე-17 ადგილზე არიან.


გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ხიხონს" ფრე 0:0 ეთამაშა, ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. აბურჯანიას გუნდი მეთოთხმეტე ადგილზეა.

altგიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ

altდაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altბელგიური მედია: "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის გამო ღელავს, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაო პაპუნას, მაგარი გოლია. წარმატებები და ჯამთელობა, აღარ გვინდა ტრმავები)
Geo_Dinamo
03:42 25-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული