Marca: "თოვლის პაპუმ" შობა გადაარჩინა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca "სარაგოსას" ქართველ ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს სტატიას უძღვნის, სადაც მას თოვლის ბაბუასთან აიგივებს და შობის გადამრჩენად მოიხსენიებს.

გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

"გიორგი პაპუნაშვილი გასულ შაბათს "თოვლის პაპუ" გახდა და "სარაგოსასთვის" შობა გადაარჩინა, მან გუნდსა და ფანებს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა: გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.

ქართველი "ექსტრამადურასთან" მატჩში სამთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, მას კოჭ-წვივის ტრავმა ჰქონდა, რომელიც ალბასეტეში მიიღო, მის განსაკურნებლად კლუბმა სხვა
დასხვა მეთოდებს მიმართა. ეს ალბათ მისი პროფესიონალური კარიერის ყველაზე საშინელი მომენტი იყო, თუმცა მუდმივი არაფერია და გამოჯანმრთელება მანაც მოახერხა. მის მიერ გოლის აღნიშვნაც ყველაფერზე მეტყველებს. ის განთავისუფლდა.

Sportall.Ge

ჯილდოც შესაბამის დროს მოვიდა. სიტუაცია, თამაშის განვითარება, დრო... ამ მომენტს გმირი სჭირდებოდა და ვიქტორ ფერნანდესმა იცოდა, რომ ეს გმირი პაპუ იქნებოდა. მან სიგიჟე გამოავლინა და ამ გოლის შემდეგ ყველა იმედოვნებს, რომ ეს მათი აღმასვლის დაწყების წერტილი იქნება.

ფანების ერთ-ერთი კერპი
გასულ სეზონში, ის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშე იყო. მისი თავდაჯერებულობით, არასტანდარტულობითა და თავისებური დარტყმის სტილით, ის ფანების ერთ-ერთ კერპად იქცა.

მიმდინარე სეზონის წინ მიღებულმა ტრავმამ არ მისცა საშუალება თამაში იმავე დონეზე დაეწყო, შემდეგ მიღებულმა დაზიანებამ კი ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.

ახლა ის საბოლოოდ დაბრუნდა და სურს, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. ქართველი "რაკეტის" წყალობით "სარაგოსას" ფანები შობას უფრო მშვიდად შეხვდებიან, "თოვლის პაპუ" შობას გილოცავთ!

altდაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altგიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ



მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაბუა უფრო ქართულია ალბათ, მაგრამ მგონი ეგეც არ არის მთლად ქართული. ბაბა სპარსულად თუ არ ვცდები მამას ნიშნავს და შეიძლება ბაბუა-ს ძირიც ეგ იყოს. საერთოდაც ბაბუა უფრო კუთხურია და პაპა უფრო ლიტერატურული.
odala
21:07 25-12-2018
2
თოვლის ბაბუა კი არა პაპა! ეგრე ილაპარაკეთ სახლში და ნუ ამკვიდრებთ მაგ სიტყვებს.
Tbiliseli
16:43 25-12-2018
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული