ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს, თუმცა ეს ოფიციალური ცნობა არ არის.
ამის მიუხედავად უკვე ნათელია, რომ ანანიძის კლუბში დარჩენის მინიმალური შანსი აქვს.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ეხება:
ჯანოს სიტუაცია განსაკუთრებულია: ის დიდი ხანია კლუბის სისტემაშია და მასთან რეგულარულად ახანგრძლივებენ კონტრაქტს, მაგრამ ტრავმები საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას არ აძლევენ. თუ მის მაღალ ხელფასს გავითვალისწინებთ (დაახლოებით 2 მლნ ევრო წელიწადში) და იმას, რომ
სპორტული დირექტორის ზარები ფეხბურთელებთან ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც წინა დღეს დირექტორთა საბჭომ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
სპარტაკელებს უთხრეს:
1. პირველი შეკრება ემირატებში იანვარში მათ გარეშე ჩაივლის.
2. მათ და ასევე მათ აგენტებს შეუძლიათ ვარიანტები მოძებნონ, კლუბიც შეეცდება მათვის ვარიანტის მოძებნას.
3. განსახილველია კონტრაქტის გაწყვეტის პირობები.
პრინციპში ლოგიკურია - "სპარტაკი" განაცხადში ადგილს ათავისუფლებს, სახელოფასო ბიუჯეტს ასუფთავებს და პერსპექტივას უყურებს.
საკითხი იმაშია, ვისი ინიციატივით გამოუცხადა ფეხბურთელებს "განაჩენი" სპორტულმა დირექტორმა.
ჩემი ინფორმაციით, ჯანო სხვებზე მეტად გაკვირვებული იყო. მან ტრავმა მოიშუშა, მხოლოდ 26 წლისაა და კონოვს (სპარტაკის მწვრთნელი), როგოც კომბინაციური სტილის მიმდევარს, ტექნიკური ლეგიონერი გამოადგებოდა", - წერია სტატიაში.
"სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი: ანანიძე მეცოდება, ის სპარტაკისეული სტილის ფეხბურთელია
რუსი აგენტი: ჯანო ანანიძემ "სპარტაკში" თამაშზე მეტი დრო მკურნალობაში დახარჯა
"ჯანო დარჩა იმედის მომცემ ფეხბურთელად" - რა მოხდება ანანიძის ვარიანტში?