championat.com-ს ცნობით, "პოგონისა" და საქართველოს ნაკრების მცველის ლაშა დვალის სამსახურით ყაზანის "რუბინი" დაინტერესდა.
"23 წლის დვალი საქართველოში, ლატვიაში, ინგლისში, თურქეთში, გერმანიასა და ყაზახეთში თამაშობდა. 2017 წელს პავლოდარის "ირტიშიდან" პოლონურ "პოგონში" გადავიდა. ამ სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.
კარიერის დასაწყისში შეიძლებოდა პეტერბურგის "ზენიტში" ჩარიცხულიყო. ამის შესახებ "ოლიმპის" მწვრთნელი იუწყებოდა, რომლის ღირსებასაც მაშინ დვალი იცავდა", - წერს საიტი.
17 ტურის შემდეგ "რუბინი" 25 ქულით რუსეთის ჩემპიონატზე მე-6 ადგილზეა.