ყაზანის" რუბინი" ლაშა დვალის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
championat.com-ს ცნობით, "პოგონისა" და საქართველოს ნაკრების მცველის ლაშა დვალის სამსახურით ყაზანის "რუბინი" დაინტერესდა.

"23 წლის დვალი საქართველოში, ლატვიაში, ინგლისში, თურქეთში, გერმანიასა და ყაზახეთში თამაშობდა. 2017 წელს პავლოდარის "ირტიშიდან" პოლონურ "პოგონში" გადავიდა. ამ სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

კარიერის დასაწყისში შეიძლებოდა პეტერბურგის "ზენიტში" ჩარიცხულიყო. ამის შესახებ "ოლიმპის" მწვრთნელი იუწყებოდა, რომლის ღირსებასაც მაშინ დვალი იცავდა", - წერს საიტი.

17 ტურის შემდეგ "რუბინი" 25 ქულით რუსეთის ჩემპიონატზე მე-6 ადგილზეა.

დვალს "პოგონთან" კონტრაქტი 2019 წლის დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა უნდა მაგ იდიოტეთში.
sdfffff
20:46 25-12-2018
8
ფული ალბათ აბა რუბინი რა გუნდია .
soso
22:09 25-12-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული