ჩაკვეტაძე "გენკთან" დღევანდელი მატჩის განაცხადშია, ქვილითაია - არა

AutoSharing Option
დღეს, 26 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ერთპიროვნული ლიდერი "გენკი" "გენტს" მასპინძლობს და სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა მატჩის განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, გიორგი ქვილითაია კი - არა.

ჩაკვეტაძემ "სერკლ ბრიუგესთან" მატჩში მიღებული მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა ათამაშონ კიდეც.

რაც შეხება ქვილითაიას, ტორუპმა თქვა, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება უნდა, მაგრამ აჩქარება არ ივარგებს.

მომავალ შეხვედრას "გენტი" 20 იანვარს სახლში "ანდერლეხტთან" ჩაატარებს და სავარაუდოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქვილითაიაც იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალაინ გთხოვთ, იქნებ ლაივ-სტრიმის ლინკიც მოაყოლოთ-ხოლმე რაა...

მადლობა
დათო
23:18 26-12-2018
0
სადმე შეიძლება ამ თამაში ყურება?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული