მწვრთნელმა არ გარისკა, ჩაკვეტაძე ისევ გამოიყვანა განაცხადიდან და "გენტი" დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 26 დეკემბერს, "გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლიდერ "გენკთან" გასვლითი მატჩის განაცხადში კი იყო შეყვანილი, მაგრამ მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადიდან გამოიყვანა.

ტორუპი ასევე მოიქცა გასულ ტურში "სერკლ ბრიუგესთან" შეხვედრისასაც, რადგან ჩაკვეტაძეს ტრავმირებული მარჯვენა ფეხი ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია და ალბათ, მისი გადაწყვეტილება მართებულია.

ტორუპმა მიუხედავად თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას სურვილისა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი დღევანდელ თამაშში მონაწილეობა.

ეს შეხვედრა ქართველების გუნდმა ქართველების გარეშე 1:3 წააგო.

შემდეგი მატჩი "გენტს" 20 იანვარს აქვს და იმედია, იქამდე ორივე ჩვენებური მწყობრში
ჩადგება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არი არარი არი არარი.....დავიტანჯე რაა!
Giorgi777
23:51 26-12-2018
0
ძალიან სწორად იქცევა მწვრთნელი, რომ არ რისკავს... ჩაკვეტაძის ხასიათიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ეგ ბიჭი თავს არასდროს ზოგავს და ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, ამიტომ სანამ ტრავმის გამიზეზების საშიშროება არსებობს, მინდორს არც უნდა გააკარონ... ჩვენ რას დავეძებთ, გენტმა ყველა თამაშიც რომ წააგოს, ამით გოირგის არაფერი დააკლდება... რაც შეეხება ქვემორე ყვავის დანაჩხავლებს - სათადარიგო გახდაო, - არხეინად იყავით, ჩაკვეტაძე მხოლოდ იმ გუნდში გადავა, სადაც ძირითადში თამაში გარანტირებული ექნება, რადგან ქართველი ტალანტების უმრავლესობისგან განსხვავებით, საუკეთესო გაგებით ამბიციური ფეხბურთელია და სკამის ხეხვას ვერსად შეეგუება... დროულად გამოჯანმრთელება და წარმატებები ქართული ფეხბურთის იმედსა და მომავალს!!!
მ. ტ.
10:51 27-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული