გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებ-გვერდმა Transfermarkt.de-მ ბელგიის ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.

ჩვენი ყურადღება "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.

აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.

ამით მან საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მლნ ევროდ ფასდება.

ამ მონაცემით ის ბელგიის ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო საკუთარ კლუბში ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა.

ასე გამოიყურება: გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო დიაგრამა:

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მისი ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 მილიონი ევროა.

altგიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

altხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე მგონია დისლაიქებს ხელმოცარული ფეხბურთელები სწერენ
2
ძალიან კარგია სეზონის ბოლომდე თუ დარჩება გენტში და ზამთარში არ გადავა სხვაგან გაზაფხულისთვის უფრო მოიმატებს მისი ფასი ძირითადის ფეხბურთელია გუნდის ლიდერი მუდმივად თამაშობს გოლები გაქვს ეს წარმატებაა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
21:17 27-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული