გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებ-გვერდმა Transfermarkt.de-მ ბელგიის ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.

ჩვენი ყურადღება "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.

აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.

ამით მან საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მლნ ევროდ ფასდება.

ამ მონაცემით ის ბელგიის ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო საკუთარ კლუბში ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა.

ასე გამოიყურება: გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო დიაგრამა:

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მისი ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 მილიონი ევროა.

altგიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

altხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეჰ...ჯანოსაც მამგარი ფასი უნდა ჰქონდეს რუსეთში რომ არ დარჩენილიყო... რუსებმა შური იძიეს ჯანოს გადაწყვეტილებაზე და პატრიოტიზმზე რათა ის მაგალითად არ ქცეულიყო დანარჩენი არა ეთნიკურად რუსი სპორტსმენებისთვის (სომხებისთვის,აზერბაიჯანელებისთვის,უკრაინელებისთვის და ა.შ.) ახლა მაინც წავა იმედი მაქვს...
ვახტანგი
16:44 29-12-2018
1
რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარს?რას ჰგავს ეს?დაიხსომეთ რომ ოდალა და მსგავსი სუბიექტები, აწარმოებენ ჰიბრუდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ!ასე რომ ნუ ბლოკავთ ანტირუსულ კომენტარებს და მოგვეცით საშუალება პასუხი გავცეთ ჩვენი სამშობლოს მტრებს!
Alex.F.
15:17 28-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული