ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებ-გვერდმა Transfermarkt.de-მ ბელგიის ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.

ჩვენი ყურადღება "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.

აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.

ამით მან საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მლნ ევროდ ფასდება.

ამ მონაცემით ის ბელგიის ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო საკუთარ კლუბში ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა.

ასე გამოიყურება: გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო დიაგრამა:

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მისი ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 მილიონი ევროა.

altგიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

altხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები

ასევე დაგაინტერესებთ