ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

AS: გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში ვერ მოახერხა, თუმცა...

AutoSharing Option
კუნთში არსებული დისკომფორტის გამო კვირას "სარაგოსას" ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს არ უვარჯიშია, თუმცა შაბათს, 5 იანვარს ხიხონის "სპორტინგთან" გასამართ მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ - წერს ესპანური AS-ი.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 3-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს გასულ ტურში, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა. ცვლილებაზე შემოსულმა პაპუნაშვილმა მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

AS-ის ინფორმაციით, გიორგიმ კვირას ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა, რადგან კუნთში დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა, საბედნიეროდ, კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ გადაღლილობაა.

თუ დღეს გასამართ ვარჯიშზე ქართველი ნახევარმცველი
ჯანმრთელად იქნება, 5 იანვარს ძირითად შემადგელობაში ვიხილავთ - ირწმუნება ესპანური გამოცემა.

მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

altდაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altგიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ