თანასწორობის ჯილდო, ერთა ლიგა, ბრწყინვალების ორდენი - გურამ კაშიამ 2018 წლის გამორჩეული მომენტები დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 2018 წელი შეაჯამა და გამორჩეული 10 მომენტი გაგვიმხილა.

ქართველმა ფეხბურთელმა ამის შესახებ Instagram-ზე დაწერა:

2018 წელი გიჟური წელი იყო. გამორჩეული მომენტებია:
1. კარგად ვიბრძოლე.
2. "ვიტესში" ბოლო საშინაო მატჩის ბოლო წუთზე გოლი გავიტანე.
3. "სან ხოსეს" და ვაკო ყაზაიშვილს შევუერთდი.
4. მოვიგე უეფას თანასწორობის ჯილდო.
5. დევიდ ბექჰემმა ტაში დამიკრა.
6. ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შევუერთდი.
7. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ჯგუფი მოვიგე.
8. ბურთის მომწოდებელ ბიჭუნას მაისური გავუცვალე ("მე მქონდეს?").
9. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის
აღების პატივი მქონდა.
10. ჩემს კლუბს დავემშვიდობე.

გურამ კაშიამ "ვიტესი" 8-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, წელს დატოვა და კარიერა MLS-ის კლუბ "სან ხოსეში" გააგრძელა.

alt"ნეტა ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი" - გურამ კაშია "ვიტესიდან" გაცილებას იხსენებს

altგურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექემმა ტაში დაუკრა : D .... რა ბლაყვია ეს კაცი რა :(
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული