საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერები არიან, ვისი იმედიც მუდმივად გვაქვს, თუმცა მათი კარიერა წარმატებულად ვერ წარიმართა.

ქართველ ქომაგებს მათი ხილვა ევროპის წამყვან გუნდებში სურთ, მაგრამ უნდათ კი მათი შეძენა ასეთ კლუბებს?

ასაკი
ჯანო ანანიძე
- 26 წლის, თორნიკე ოქრიაშვილი - 26 წლის

ღირებულება ტრანსფერმარკეტზე
ჯანო ანანიძე - 1 მილიონი ევრო, თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000 ევრო.

ბოლო კლუბი
ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკი", თორნიკე ოქრიაშვილი - "კრასნოდარი"

კლუბთან დაშორების მიზეზი
ჯანო ანანიძე - კლუბის დირექტორთა საბჭომ ფეხბურთელეთან
გამომშვიდობების გადაწყვეტილება მიიღო. თვითონ ფეხბურთლს კლუბის დატოვება არ სურს.

თორნიკე ოქრიაშვილი - არსებობს ორი ვერსია - 1) ოქრიაშვილის აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ მის კლიენტს სისტემატურად თამაში არ უწევდა და ამიტომ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

2) soccernews-ი ტელეგრამ-არხ "Мутко против"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქრიაშვილი პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში ციხეშია.

საიტი ირწმუნება, რომ ზაფხულში ოქრიაშვილმა, მამაევმა, სტანისლავ კრიციუკმა, ანდრეი სინიცინმა, რომან შიშკინმა და იური კალინინმა ავსტრიულ შეკრებაზე თვითნებურად დატოვეს სასტუმრო, დილით კი ისინი მწვრთნელმა გამოიჭირა. მწვრთნელმა მათ სამედიცინო ტესტის ჩაბარება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელებმა უარი განუცხადეს და საბოლოოდ ისინი დააჯარიმეს.

სტატისტიკა ბოლო ორ წელიწადში

ჯანო ანანიძე - რუსეთის პრემიერლიგაში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. 3-ჯერ ითამაშა თასზე, აქედან 1-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. 16 წუთი ითამაშა ევროპა ლიგაზე, ნაკრების 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი ავსტრიის წინააღმდეგ გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი - პრემიერლიგის 5 შეხვედრაში ჩაერთო სათადარიგო შემადგენლობიდან - ერთი გოლი გაიტანა. ითამაშა "კრასნოდარის" მეორე გუნდში 4 შეხვედრა - 1 გოლი გაიტანა.

რუსეთის თასზე 1 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ითამაშა 31 წუთი, ევროპა ლიგაზე 6 წუთი - თავი დაამახსოვრა გულშემატკივარს "სევილიასთან" გატანილი გადამწყვეტი "მაკრატელათი". ნაკრებში 6 შეხვედრა - მათგან 4 ძირიდად შემადგენლობაში - გაიტანა გოლები უელსისა და ლატვიის წინააღმდეგ.

ტრავმები
ორივე ფეხბურთელი მიდრეკილია ტრავმისადმი, განსაკუთრებით ბოლო წლებში - ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა თითქმის იგივე სიმძიმის დაზიანება მიიღო. ხშირია მიკრო ტრავმებიც, შედარებით ადრეულ წლებში ტრავმიანობას თორნიკე ოქრიაშვილი ნაკლებად უჩიოდა, ჯანო ანანიძეს კი ეს პრობლემა ხშირად აქვს.

დისციპლინის დარღვევები
ჯანო ანანიძე - ანანიძეს ყველა დისციპლინირებულ ფეხბურთელად იცნობს, მას არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა. ერთადერთი კონფლიქტი რაც შეიძლება ინტერნეტში მოიძიო - 2014 წელს ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის 1/16-ფინალში თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს კომსომოლსკში არ გაჰყვა. "სპარტაკი" აღნიშნულ მატჩს მეორე შემადგენლობით ატარებდა, ანანიძემ კი განაცხადა, რომ თავს ძირითადი გუნდის ფეხბურთელად თვლიდა.

თორნიკე ოქრიაშვილი - ამ მხვრივ საქართველოს ნაკრების შემტევს იდეალური ისტორია არ აქვს, უკრაინაში თამაშის დროს ის დისციპლინის რამდენჯერმე დარღვევაშია შემჩნეული, ბელგიურ "გენკში" ის თანაგუნდელის ცემაში და ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარებით გამოირჩა, ბოლო სკანდალი კი ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ავსტრიული ინციდენტია.

ხელფასი
ჯანო ანანიძე - მოსკოვურ კლუბს წლების განმავლობაში რომ არ ტოვებდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ხელფასია. რუსული მედიის ინფორმაციით ანანიძეს წლიური 2-მილიონიანი ანაზღაურება ჰქონდა, ხოლო ევროპული კლუბების სრული უმრავლესობა ამ ხელფასს ანანიძისთვის არ გადადებს. ბოლო ინფორმაციით ჯანო თანახმაა "ვიტესში" იჯარით გადსავლაში, უფრო ნაკლები ანაზღაურებით.

თორნიკე ოქრიაშვილი - ოქრიაშვილის ხელფასი უცნობია. ოქრიაშვილს უთამაშია ისეთ კლუბებში, სადაც მილიონებს არ გადაიხდიდნენ, თუნდაც "მარიუპოლში" ან "ესქიშეჰირსფორსში".

სამი კომპონენტი რის გამოც ამ ფეხბურთელთა შეძენა ღირს
ჯანო ანანიძე - მოედნის ხედვა, ინტელექტი, პასის კულტურა.

თორნიკე ოქრიაშვილი - ლიდერობა, შემოქმედებითობის უნარი, ჯოკერის ფუნქცია.

შეფასება
ჩამოთვლილი კომპონენტები წინაპირობაა ბევრი კლუბის ხელძღვანელისთვისა და მწვრთნელისთვის, ისტორია კი საკმაოდ არასახარბიელოა. მათთვის ხელფასს აზერბაიჯანული, ყაზახური და აზიური კლუბები არ დაიშურებენ, არც რუსეთის დაბალი დონის გუნდები. ამავდროულად ევროპული კლუბებიდან ნაკლები მოთხოვნა იქნება, დაინტერესება იქნება არა ტოპ ჩემპიონატების, არამედ ევროპის საშუალო ან დაბალი დონის ჩემპიონატების კლუბებიდან, რომლებიც ხელფასის სახით მაქსიმუმ ნახევარ მილიონს თუ გაიმეტებენ... ესეც საკითხავია.

ამ ფონზე ნაკლებად სავარაუდოა ჯანო ანანიძე მოსკოველებს შეელიოს, ალბათ ყველაფერს იღონებს რომ გაანათხოვრონ და დაბრუნების პერსპექტივა ჰქონდეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ალბათ უფრო პრინციპულად მოიქცევა და საშუალო დონის ევროპულ კლუბშიც შეიძლება ვიხილოთ.

ყველაფერი წინ არის, ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ ნაკლები ტრავმა და მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ.

altანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ ეშვება

altთორნიკე ოქრიაშვილის "სევილიას" კარში გატანილი გოლი სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესოდ დაასახელეს [VIDEO]

altgelderlander.nl: ანანიძის "ვიტესში" გადაყვანა სლუცკის უნდა და ამ საკითხს დირექტორს შეუთანხმებს

altSports.kz: ორი ყაზახური კლუბი საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელისთვის იბრძვის

მკითხველის კომენტარები / 14 /
25 წლის ფეხბურთელი აპირებ ფეხბურთის მწვერვალზე ასვლას. მწვერვალზე ამსვლელი ფეხბურელის წლოვანება 20 წელს არ უნდა ასცდეს. თუ ფეხბურთელმა ადრე თავი ვერ გამოიჩინა 20 წლის შემდეგ ვარსკვლავი არ დადგება. ფეხბუთი ასეთი სპორტია. ცხონებული ანდრო ჟორდანია იტყოდა, დამწყებ (16 წლის) ფეხბურთელს კოჭებში ეტყობაო. შემდეგ მის ნიჭს სჭირდება წარმართვა.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
11:28 07-01-2019
1
ოქრიდან ფეხბურთელი აღარ დადგება, ყენიას ბედი აქ. ჯანო წამოწოლაში მილიონებს იღებდა, რამაც გააფარჩაკა. ეხლა იძულებულია ითამაშოს და თუ ვიტესში დრო მიეცა, ესეიგი გადარჩა და ტოპ გუნდშიც მალევე გაიჩითება. ოქრი კიდევაც რომ მოვიდეს ჭკუაზე, ვერაფერს ვერ მიაღწევს, რადგან ქუჩის ფეხბურთს თამაშობდა ყოველთვის. რაღაც დონეს მიაღწია და ვეღარ განვითარდა, ამიტომ მაგაზე გული არ მწყდება. ჯანო კი ფეხბურთელია, ტალანტი. მჭედლოც ოქრის პონტშია. ყაზაიშვილს რაც შეეხება, მაგარია, ხასიათის ფეხბურთელია, თუ უნდა თამაშობს , თუ უნდა არა. მაგი არ უნდა ათამაშო, სანამ აზრზე არ მოვა. მაგათ ჰგონიათ, შეუცვლელები არიან და სულ ტყუილად. და ეს მწვრთნელმა უნდა დაანახოს, ასევე ფედერაციამ. ჯერ წესია წესი, მერე საქმეა საქმე და მერე ძმაკაცობა. და ეს ნაკრების ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს უპირველესად. ასევე სამართლიანობასააქვს დიდი მნიშვნელობა. ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს, მაგრამ სამწუხაროდ მათ შანსი არ ეძლევათ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ნაკრებში უნდა იყოს მხოლოდ ისინი, ვინც ამას იმსახურებს, ანუ ისინი, ვინც სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქურდულს კი არა, სპორტულს. ვისაც ქურდობა უნდა, ეგერაა ქუჩა და ევროპა-თურქეთი, პრინციპში რუსეთშიც მოაგვარებენ. სკაიპით არ ვიცი ახლა, კი ამბობენ ისე.
zvare
00:51 06-01-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული