РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

AutoSharing Option
РИА Новости იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ დღეებში "სპარტაკიდან" "ვიტესში" გადავა.

გამოცემის ცნობით, ის არნემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მისი სამსახურით "კრილია სოვეტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ჰოლანდიურ გუნდში გაგრძელება ისურვა.

ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული გუნდის რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ჯანოს მათ გუნდში გადასვლას უკვე მიესალმებიან "ვიტესის" გულშემატკივრები და თავიანთ საიტზე მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ანანიძემ "სპარტაკში" 11 წლის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ გაკეთებული ორი ოპერაციის გამო უკანასკნელ ხანს სისტემატურად ვერ თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მე ერთი რამ ვერ გავიგე ვინ გექაჩებათ მაგ რუსეთისკენ არც არავინ პირიქით მილიონებს შოულობთ წამოწოლილი მხართეძოზე არაფერში და კიდე იქეთ რო გაქვთ პრეტენზია რა ძალით ჩაგიყვანეს რუსებმა და ძალით გაშოვია მილიონები თუარგინდა დაიხურე ქუდი და წადი სახლში შე დალოცვილო. ისევე ის რუსი როარა კი იქნებოდა ეხლა კრილიაში ვირო მადლიო ამ თემაზეა ზედგამოჭრილი.ეხლა ვნახოთ რას იზამს ვიტესში იქთუ ვერაფერი ქნა დამთავრებულა მაგის ფეხბურთი და ესარი ყაზაიშვილმა ითამაშა და კაშიამ ბოლოსდაბოლოს ხოდა თუ რამე შეუძლია და ყველაზე მაგარია როგორც აქ წერენ დაამტკიცოს უნდა მოედანზე.შობის დღეს ვულოცავ ყველას.
zaza
07 იანვარი 2019 12:20
1
ეს კი გაქაჩავს ვიტესში, მე იმის მეშინია სპარტაკმა არ დაიბრუნოს მერე ისევ
Zura
06 იანვარი 2019 16:34
2
გილოცავ ჯანო 2019 წელს! წარმატებას გისურვებთ, დაანახე სპარტაკს თუ რა შეგიძლია! შენი იმედი გვაქვს, შენ, რომ თამაშობ ნაკრებში სულ სხა სილამაზე აქვს.
x.x
06 იანვარი 2019 15:18
0
ძალიან კარგი ამბავი, ახალი შანსი თან ევროპაში, დარწმუნებული ვარ გაამართლებს, წარმატებები ჯანოს!
ირაკლი
06 იანვარი 2019 14:16
2
ეგრეთ წოდებული ძველი ბლატნოი სასტავიდან, მხოლოდ ჯანოსააქ შანსი გაცოცხლდეს როგორც ფეხბურთელი და კიდევ მაქვს ბოლო იმედი, რადგან ეგეთი ბიჭი, გენია, რასაც ქვია იშვიათია. ეხლა კი, რა ვიცი, კაცს 2 მძიმე ოპერაციაქაქ გადატანილი და გაქაჩავს კიი? გააჩნია რა ტიპის ტრამვებია, თუ ჯანზე იქნა, არ გაუჭირდება. ვიესში მით უფრო, თუ პრაქტიკა ექნა, მიაღწევს ბევრს, მიუხედავად დაგვიანებისა. წარმატებები.
ლევანი
06 იანვარი 2019 01:13
2
ყველა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ქართული ტალანტების სასაკლაოა. იქ სადაც ფეხბურთს არ თამაშობენ , ტრამვას მიიღებს მხოლოდ ფეხბურთელი, ჯაგა არა, ხოდა დაანებეთ თავი ამ რუსეთს. მანდ შეილება ითამაშო კარიერის ბოლოს. ახალგაზრდა ტალანტს რა უნდა რუსეთში? უნახავმა რა ნახაო და დედიმისისო ნათქვამია, ხოდა ეგაა რა.პრინციპში პიროვნებაზეცაა, რა დონეც ხარ პიროვნულად ისე მოგეზღვევა. ეს ნაკრების ხელმძღვანელობასაც ეხება.
ვასო
06 იანვარი 2019 01:02
15
დემეტრაძე ჯაგა იყო და ფეხბურთს არ თამაშობდა? დაფრინავდა ალანიაში. ასათიანი? ან თუნდაც კვირკველია.
ნიჭი და შრომა ყველგან გაიკაფავს გზას.
ჯანოზე კიდევ აბა რა ვთქვა.. ძალიან კარგი ბიჭია, მაღალი სათამაშო ინტელექტით და მოედნის ხედვით. მაგრამ ფიზიკურად 16 წლის ბიჭის დონეზეა. ძალიან სუსტია. ჯანო მაინც არ ერქვას:)))
Irakliy
06 იანვარი 2019 13:59
2
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ჯანოს 2019 წელს! იმედია კარგ ევროპულ გუნდში დაბინავდება და სტაბილურად ითამაშებს. საბჭოების ფრთების და კომპარტიის კურტუმის დრო აღარ არის.
ლუკა
06 იანვარი 2019 00:56
0
მე რატომღაც დარწმუნებულ ვარ რუსეთში თამაშს ყოველთვის ჯობია ჰოლანდიაში თამაში, მითუმეტეს ანანიძის სტილის მოთამაშისთვის. მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი და დარწმუნებული ვარ გაიბრწყინებს!!!
sormona
05 იანვარი 2019 23:07
0
ხოშიანია ძმაო,ხოშინი...!!!მივესალმები......მეც
ზაზა
05 იანვარი 2019 22:50
1
რუსეთში დამდგარი ფეხბურთელი მითხარი შენ ვინც იქ იყო ყველა გააგუჭეს. და თუ კვირკველიის მაგალითს მომიყვან გეტყვი რომ ბევრად დიდი ფეხბურთელი იქნებოდა რომ არა რუსეთი
Yyy
05 იანვარი 2019 22:46
6
არ შეიძლება რუსეთში წასვლა ნუ აპრავებ აბდაუბდა არგუმენტებით!!!! დისციპლინა მაქ არაა, კორუფცია ყვავის, ტალახიანი მინდვრებია, წელიწადის 10 თვე ცივი და ხორკლიანი ამინდია, ინფრსტრუქტურა ნული
მამუკა
06 იანვარი 2019 18:16
3
ყაველაშვილი, კობიაშვილი, გახოკიძე, დემეტრაძე - პირველმა სამმა რუსეთში გაითქვეს სახელი და მერე მიაღწიეს წარმატებას ევროპაში. დემეს კი საუკეთესო პერიოდი სწორედ ალანიაში ქონდა...
V
06 იანვარი 2019 02:59
7

სიახლეები პოპულარული