РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

AutoSharing Option
РИА Новости იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ დღეებში "სპარტაკიდან" "ვიტესში" გადავა.

გამოცემის ცნობით, ის არნემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მისი სამსახურით "კრილია სოვეტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ჰოლანდიურ გუნდში გაგრძელება ისურვა.

ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული გუნდის რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ჯანოს მათ გუნდში გადასვლას უკვე მიესალმებიან "ვიტესის" გულშემატკივრები და თავიანთ საიტზე მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ანანიძემ "სპარტაკში" 11 წლის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ გაკეთებული ორი ოპერაციის გამო უკანასკნელ ხანს სისტემატურად ვერ თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეგრეთ წოდებული ძველი ბლატნოი სასტავიდან, მხოლოდ ჯანოსააქ შანსი გაცოცხლდეს როგორც ფეხბურთელი და კიდევ მაქვს ბოლო იმედი, რადგან ეგეთი ბიჭი, გენია, რასაც ქვია იშვიათია. ეხლა კი, რა ვიცი, კაცს 2 მძიმე ოპერაციაქაქ გადატანილი და გაქაჩავს კიი? გააჩნია რა ტიპის ტრამვებია, თუ ჯანზე იქნა, არ გაუჭირდება. ვიესში მით უფრო, თუ პრაქტიკა ექნა, მიაღწევს ბევრს, მიუხედავად დაგვიანებისა. წარმატებები.
ლევანი
01:13 06-01-2019
2
ერთი კვრის განმავლობაში იწერება უკვე ამთემის შესახებ, (ჯანო შეიძლება გადავიდეს, ვიტესში გადავა თუ კრილიაში?, ჯანო შეიძლება სპარტაკში დარჩეს) თქვე კაი ხალხო ამ დენ სჯაბაასს არჯობია თავად ჯანოსთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია მასზე უკეთ ვინ გაგცემთ პასუხს.
წარმატებები ჯანო, გამიხარდება თუ რუსეთიდან წამოხვალ.
merabi
21:33 05-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული