ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

AutoSharing Option
РИА Новости იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ დღეებში "სპარტაკიდან" "ვიტესში" გადავა.

გამოცემის ცნობით, ის არნემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მისი სამსახურით "კრილია სოვეტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ჰოლანდიურ გუნდში გაგრძელება ისურვა.

ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული გუნდის რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ჯანოს მათ გუნდში გადასვლას უკვე მიესალმებიან "ვიტესის" გულშემატკივრები და თავიანთ საიტზე მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ანანიძემ "სპარტაკში" 11 წლის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ გაკეთებული ორი ოპერაციის გამო უკანასკნელ ხანს სისტემატურად ვერ თამაშობდა.

ასევე დაგაინტერესებთ